14 კოვიდკლინიკას ექიმებისა და ექთნების მიმართ სახელფასო დანამატები აქვს ასანაზღაურებელი – საავადმყოფოებში ჩატარებულმა მონიტორინგმა ფინანსური დარღვევები გამოავლინა. 90 კლინიკიდან ხარვეზები 76-მა გამოასწორა, დანარჩენ სამედიცინო დაწესებულებებში კი პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელი რჩება. საუბარია რამდენიმე თვის განმავლობაში დაგროვილ დავალიანებაზე.
პანდემიასთან ბრძოლის დროს მედპერსონალისთვის სახელფასო დანამატები ბიუჯეტიდან გამოჰყვეს, თუმცა შავ სიაში მოხვედრილი კლინიკების დიდი ნაწილი ფინანსურ დარღვევებს უარყოფს. თუ დაჯარიმებული საავადმყოფოები კიდევ ერთხელ მიცემულ ვადაში პრობლემას არ გამოასწორებენ და დანამატებს არ გასცემენ, მათ მიმართ ახალი ფინანსური სანქციები ამოქმედდება.