ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარება შენარჩუნებულია.

ყაზბეგსა და მესტიაში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. „კოვიდ-19“ დღეს 15 ადამიანს დაუდასტურდა და აქედან ცხრა ლენჯერის კლასტერს უკავშირდება, თუმცა აღნიშნული პირები ტესტირების დროს სვანეთში უკვე აღარ იმყოფებოდნენ. მესტიის მუნიციპალიტეტში ჯამში სამი ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა „პისიარ“-კვლევა და აქედან „კოვიდ-19“ 32 ადამიანს დაუდასტურდა.

საკარანტინო ზონიდან პირდაპირ ეთერში ლიკა ალელიშვილი გვიერთდება.