კიდევ ერთი ფინანსური დახმარება საქართველოს. ამჯერად, დონორი მსოფლიო ბანკია.
დაანონსებულია 80 მილიონი დოლარის გამოყოფა. თანხა ჯანდაცვის ხარჯების დაფარვას მოხმარდება, ასევე გათვალისწინებულია იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებიც პანდემიამ შემოსავლების გარეშე დატოვა. მომავალში მსოფლიო ბანკი ბიუჯეტის და მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად დამატებით ახალი პაკეტის გამოყოფას აპირებს. საერთო ჯამში, საქართველო „კოვიდ 19“-თან ბრძოლის პროცესში მხოლოდ მსოფლიო ბანკისგან დაახლოებით 200 მილიონ დოლარს მიიღებს. საერთაშორისო დახმარებების პარალელურად მონეტარულ პოლიტიკას არბილებს ეროვნული ბანკი, რაც 120 000-მდე მოქალაქისთვის გარკვეული შვება იქნება.