ქართველი რეჟისორის ნამუშევარს არგენტინაში ნახავენ.
ლალი კიკნაველიძის ფილმი არგენტინის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე იქნება წარდგენილი. ეს არის მამა-შვილის მძიმე ურთიერთობაზე და შვილის აღზრდის პრობლემებზე აგებული ფსიქოლოგიური დრამა.
მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის ინსპირაცია, ფიროსმანის ცნობილი ტილო „კახეთის მატარებელია“. ფილმსაც იგივე სახელწოდება აქვს.