ფილმი „კახეთის მატარებელი“

ქართველი რეჟისორის ნამუშევარს არგენტინაში ნახავენ.

ლალი კიკნაველიძის ფილმი არგენტინის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე იქნება წარდგენილი. ეს არის მამა-შვილის მძიმე ურთიერთობაზე და შვილის აღზრდის პრობლემებზე აგებული ფსიქოლოგიური დრამა.

მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის ინსპირაცია, ფიროსმანის ცნობილი ტილო „კახეთის მატარებელია“. ფილმსაც იგივე სახელწოდება აქვს.