ფილარმონიასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ოთხი პირი გათავისუფლებულია

თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 4 პირი,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.

უწყების ცნობით, საპროტესტო აქციიდან სამართალდამცავებმა საერთო ჯამში 11 ადამიანი აიყვანეს, თუმცა, მათგან 7 გამოკითხვაზე გადაიყვანეს, 4 კი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

რაც შეეხება დემონსტრაციას, რომელიც პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის პარალელურად, ფილარმონიის მიმდებარედ გაიმართა, შეკრებილები აცხადებდნენ, რომ მათ ზაზა სარალიძისთვის სოლიდარობის გამოცხადება სურდათ.