ქვეყნის მასშტაბით, ფესტივალი „ღვინის დღეები“ იწყება. ღონისძიება სტარტს თელავიდან იღებს. სამზადისი ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დილიდან მიმდინარეობს. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, გაიმართება ქართული სამზარეულოსა და კულინარიის მასტერკლასები. თელავში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან.