საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“, ბათუმის შემდეგ კონცერტებს თბილისში აგრძელებს. ონლაინრეჟიმში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, პიანისტები ლიზა და ელენე შავერზაშვილები. კონცერტს ვახტანგ მაჭავარიანი დირიჟორობდა. ფესტივალი „ღამის სერენადები“ 4 სექტემბერს დასრულდება.