ბათუმი „ღამის სერენადებს“ წელსაც უმასპინძლებს.
ფესტივალი აგვისტოს ბოლოს ახლად რესტავრირებულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. 2 და 4 სექტემბერს კი საფესტივალო საღამოები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.
საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს მსოფლიოში აღიარებული არტისტები შეასრულებენ.
ლიანა ისაკაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალის წლევანდელი პროგრამა მრავალფეროვანი იქნება.