ფესტივალი „ღამის სერენადები“

ბათუმი „ღამის სერენადებს“ წელსაც უმასპინძლებს.

ფესტივალი აგვისტოს ბოლოს ახლად რესტავრირებულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.  2 და 4 სექტემბერს კი საფესტივალო საღამოები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.

საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს მსოფლიოში აღიარებული არტისტები შეასრულებენ.

ლიანა ისაკაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალის წლევანდელი პროგრამა მრავალფეროვანი იქნება.

დატოვე კომენტარი