2022 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ ექსპორტზე 102 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების თხილი გავიდა.
მონაცემი შთამბეჭდავია, თუმცა ის 13 %-ით ნაკლებია, ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი. მიზეზი მოსავლის ოდენობა და ხარისხი იყო. დარგის მნიშვნელობის არგუმენტით 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოს მთავრობამ თხილის მწარმოებელთა სუბსიდირების ახალი პროგრამა დაიწყო.
როგორ მიმდინარეობს ეს პროგრამა, ვინ შეძლებს სუბსიდირების პროგრამით სარგებლობას და რა მოლოდინი აქვთ მეთხილე-ფერმერებს, – ნახეთ ნატო ბერულავას და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი.