ფერმერთა პრეცედენტული სარჩელი „ლეიბორისტთა“ ლიდერის წინააღმდეგ - რატომ დუმს შალვა ნათელაშვილი და მოუწევს თუ არა მას საკუთარი სიტყვების საჯაროდ უარყოფა
ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო სამართლებრივი დავა იწყება.
„ლეიბორისტების“ ლიდერს სასამართლოში მოუწევს იმ ბრალდების დასაბუთება, რაც მან მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარეს წაუყენა. ფერმერთა ასოციაცია შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. მოსალოდნელ სასამართლო დავას წინ ფერმერ ნიკოლოზ ბენიაიძეზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება უძღოდა, სადაც ნათელაშვილი ფერმერს წინასაარჩევნოდ ქიზიყის მოსახლეობის მოსყიდვაში ადანაშაულებდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბრალდებას საქართველოში მოქმედი ფერმერული გაერთიანებების მწვავე რეაქცია მოჰყვა.