#ფერმა საახალწლო აგროარტი და „არტიშოკის“ გმირები

▶ საახალწლო აგროარტი და განსხვავებული ფორმატი, სადაც „ფერმის“ მასპინძელი რუბრიკა „არტიშოკი“ და მისი გმირები იქნებიან.

▶ გაიცანით ქალაქელები, ვინც სოფლად წარმატებული მეურნეობების შექმნა, საქმის შემოქმედებად ქცევა და ბუნებასთან დამეგობრება შეძლეს. სამი ჟურნალისტი და ექვსი „არტიშოკელი“ სოფელ თოხლიაურში, სადაც მასპინძლობას ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დიზაინერული ნიჭით დაჯილდოებული თბილისელი, ლალი ღოღელიანი გაგიწევთ.

▶ წინასაახალწლოდ გაისეირნეთ ულამაზეს გარემოში. გაიგეთ როდის მიხვდნენ ქალაქელები, რომ ბუნებას ფერიც აქვს, გემოც და სურნელიც.

▶ საახალწლო „ფერმაში“ გაიცანით სხვადასხვა ასაკის, წარმატებული აგროგმირები – საოკუპაციო ხაზთან 109 ხის დამრგველი მებაღე, აგროტურიზმისა და სოფლის განვითარებაზე მზრუნველი, გასტრონომიული მუზეუმის შემქმნელი, სამცხეში უძველესი ჯიშის ვაზის გამშენებელი, 19 წლის ასაკში განთქმულ მეღვინეობაზე მეოცნებე – ნახეთ „არტიშოკელების“ არაჩვეულებრივი გამოფენა.

ფერმა