▶ ესტუმრეთ გიორგი ალადაშვილს, რომელიც კახელ მევენახეებს ევროპელი ნატურალისტების გამოცდილებას უზიარებს. გაიგეთ როგორ მოაქვს ბედნიერება ბუნებასთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას და არა მის ფლობას. პირველად ფერმაში, ნახეთ ღამის რთველი რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში!
▶ #გაიგეთმეტი როგორ ხარობს ამერიკული კაკალი კახეთში, როგორი მოთხოვნაა ადგილობრივ ბაზარზე და რა პერსპექტივა აქვს მის ექსპორტს. საქართველოში ჩანდლერის კაკლის პირველი მასშტაბური მოსავალი.
▶ რუბრიკაში #არტიშოკი 13 წლის ასაკში დაწყებული ვენახისა და ღვინის სიყვარული. პირველკურსელის მიერ აღდგენილი პაპის მარანი და ქვევრში დაყენებული ხაშმის საფერავი. ნახეთ როგორ აუხდა ნატვრა 19 წლის ოთო მენაბდიშვილს გამხდარიყო „ფერმის“ აგროგმირი.
ფერმა