მსახიობის, ჟურნალისტისა და სახელმწიფო მოხელის გზა ფერმერობამდე. გაიცანით ადამიანი, რომელიც დუშეთის რაიონში გატყევებულ ფართობებს წმენდს და იქ კაკლის ბაღებს აშენებს. საკუთარი ხელით გაკეთებული სარწყავი სისტემა და შემოქმედებითი მიდგომა სოფლის მეურნეობაში.
როგორია აგროპატრიოტიზმის განმარტება ანზორ სულიაურისათვის და რას ნიშნავს დღეს ჩადებული ინვესტიცია მომავალი თაობებისთვის.
როგორი შეფასება მიიღო საქართველომ ამერიკელი ექსპერტებისგან აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხში. დამაკმაყოფილებელია თუ არა თხილისა და სიმინდის მოსავალი დასავლეთ საქართველოში და რა დრო დასჭირდება ქვეყანას მავნებლის საბოლოოდ დასამარცხებლად – კვირას, 30 სექტემბერს, 12:15 საათზე, გადაცემაში „ფერმა”