ფეხბურთში ივერი ჭელიძის სახელობის ტურნირი დასრულდა თბილისში ბენდელას სტადიონზე.
შეჯიბრი ტრაგიკულად დაღუპული ივერი ჭელიძის ხსოვნას ეძღვნება და უკვე მეხუთედ იმართება.
ტურნირში 2007 წელს დაბადებული ბავშვები მონაწილეობდნენ. ფინალური მატჩი 35-ე სკოლასა და დინამოს აკადემიას შორის შედგა. მატჩი 35-ე სკოლის გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
პრიზიორებს თასი, მედლები და დიპლომები გადაეცათ. შეჯიბრი ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება.