ფეხბურთში ივერი ჭელიძის სახელობის ტურნირი დასრულდა

18:30, 25.04.2019

ფეხბურთში ივერი ჭელიძის სახელობის ტურნირი დასრულდა თბილისში ბენდელას სტადიონზე.

შეჯიბრი ტრაგიკულად დაღუპული ივერი ჭელიძის ხსოვნას ეძღვნება და უკვე მეხუთედ იმართება.

ტურნირში 2007 წელს დაბადებული ბავშვები მონაწილეობდნენ. ფინალური მატჩი 35-ე სკოლასა და დინამოს აკადემიას შორის შედგა. მატჩი 35-ე სკოლის გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

პრიზიორებს თასი, მედლები და დიპლომები გადაეცათ. შეჯიბრი ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება.

მსგავსი