საქართველოს გარდა, კომპანია „ფეისბუქმა“ ასევე გააუქმა ამერიკისა და ვიეტნამის არაავთენტური ანგარიშებიც. საუბარია გვერდებზე, რომლებშიც დონალდ ტრამპის მხარდამჭერი გზავნილებისთვის, კომპიუტერულად შექმნილ სახეებს იყენებდნენ.
ამავე ცნობებს ავრცელებს რამდენიმე ამერიკული კვლევითი ორგანიზაციაც. მათი განმარტებით, სახეების იდენტიფიცირებაში, მათ ადამიანის სახის ნაწილების არაბუნებრივი ფორმები და ფოტოების დამახინჯებული ფონი დაეხმარეთ, თუმცა კვლევითი ორგანიზაციების მიერ ანგარიშში ის ფაქტიც აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიები უფრო დამაჯერებელი ფოტოების შესაქმნელად, სწრაფად ვითარდება.
როგორც კომპანია „ფეისბუქმა“ განაცხადა, ამ საქმიანობას 610 ფეისბუქანგარიში, 89 გვერდი, 156 ჯგუფი და 72 ინსტაგრამანგარიში ეწეოდა. ოპერაციების მიღმა მყოფმა პირებმა საქმიანობაში ცხრა მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს. ეს თანხა აღნიშნული კონტენტის რეკლამას მოხმარდა, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა მაგალითად, კონსერვატიული იდეოლოგია, პოლიტიკური კანდიდატები, ვაჭრობა, ოჯახის ღირებულებები და რელიგიის თავისუფლება.