ფარული ჩანაწერის საქმე - შეფასებები

დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული კადრების გავრცლების საქმეზე, განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები.

უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის შეფასებით, კარგი იქნებოდა საქმეზე გამოძიება უფრო სწრაფად დასრულებულიყო, თუმცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიანც დადებითად აფასებს საბოლოო შედეგს.

მმართველი გუნდის მიერ მიცემული პირობის შესრულებაზე საუბრობს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დავით მათიკაშვილი.

ეკა ბესელიასთვის კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში, ახალი არაფერია. დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, მან არაერთხელ მიმართა ინფორმაციისთვის გამოძიებას და დღეს პასუხისგებაში მიცემულ პირებზე განსხვავებული პასუხები მიიღო. მისივე თქმით, სომხეთის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მედიით გავრცელდა და მისთვის გაუგებარია, რატომ არ წარუდგინეს მას ბრალი ამ დრომდე.