ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულმა კადრებმა ეკა ბესელიას და ყოფილი თანაგუნდელების ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.
ინტერნეტპორტალ „იუთუბზე“ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა კიდევ ერთხელ გავრცელდა. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ფაქტს პოლიტიკურ და მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კამპანიის კონტექსტში განიხილავს.
სამართალდამცავებმა უკანონოდ მოპოვებული კადრების კიდევ ერთხელ გავრცელების ფაქტზე ერთი ადამიანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ინფორმაცია მედიით გავრცელდა. თუმცა ამ დრომდე უპასუხოდ რჩება კითხვა, როგორ მოხვდა ორი თვის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა ინტერნეტსივრცეში.