ქართველი მოფარიკავეები სკანდალში გაეხვნენ.
6 მოყვარული სპორტსმენი ისრაელში არალეგალურად დარჩა. შედეგად ისრაელის მხარემ ქართულ ფედერაციას უჩივლა. ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ზაზა მჭედლიძე და ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით სახვაძე საგანგებო ყრილობაზე თანამდებობებიდან გადადგნენ, ქართველ სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა დროებით აეკრძალათ. მათ ეს უფლება მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ დაიბრუნეს.