ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება გენერალური პროკურატურა.
უწყება კატეგორიულად გამორიცხავს, რომ გადადგომის შემდეგ ფარცხალაძეს აქვს რაიმე სახის შეხება პროკურატურასთან. უწყება რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციად აფასებს და მიიჩნევს, რომ მათი მიზანი გენერალური პროკურატურის დისკრედიტაციაა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აწარმოებს, საზოგადოებას კი პრაქტიკულად მიეწოდება ინფორმაცია სამართლებრივი რეაგირების შესახებ. ოთარ ფარცხალაძის საკითხზე დღეს შეფასებები კვლავ გაკეთდა საკანონდებლო ორგანოში.
აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირების გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. მათი აზრით, გადაწყვეტილება ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს. სანქცირებულთა სიაში საქართველოს მოქალაქის შეყვანა კი, მმართველი გუნდის აზრით, პარტნიორების მხრიდან ქართული მხარისთვის მტკიცებულებების მიწოდებას და დადასტურებას მოითხოვს.