საქართველოს უნივერსიტეტებში 1140-ზე მეტი სასწავლო პროგრამის აკრედიტაცია იწყება. სწორედ შემოწმების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა უმაღლესი სასწავლებელი კონკრეტული პროგრამის სწავლების უფლებას.
კრიტერიუმები იმდენად გართულებულია, რომ უნივერსიტეტების ნაწილს, სავარაუდოდ, პროგრამების რაოდენობის მკვეთრად შემცირება მოუწევს.
ახალ მოთხოვნებს შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ კუთხით, თუ რამდენად შეესაბამება პროგრამა და კურსდამთავრებულის კვალიფიკაცია ბაზრის მოთხოვნებს.
გენო ოსიყმაშვილი არკვევდა, რატომ და როგორ მკაცრდება აკრედიტაციის მოპოვების წესები.