ევროვიზიის სცენაზე გამოსვლამდე ქართველ კონკურსანტებს ისრაელში მოუსმინეს.
თელავივმა წინა საკონკურსო კონცერტს უმასპინძლა. ჯგუფ „სირკუს მირკუსთან“ ერთად პრომო ტურში პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა დიდი ნაწილი მონაწილეობდა. ჩვენი წარმომადგენლების გამოსვლას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა.