ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის პრემიერა
Take me as i am – ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის პრემიერა „ახალ დღეში“
ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსს წელს როტერდამი მასპინძლობს. თორნიკე ყიფიანი სიმღერით – Take me as i am საქართველოს 14 მაისს წარადგენს.
სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია – სიმღერის პრემიერა #ახალდღეში
სტუმრები: თორნიკე ყიფიანი – მომღერალი, საქართველოს წარმდგენი ევროვიზიაზე;
ნათია უზნაძე – ევროვიზიის პროდიუსერი;
ნათია მშვენიერაძე – ევროვიზიის დელეგაციის ხელმძღვანელი;
ემილია სანდფისტი – ქორეოგრაფი და რეჟისორი.
ევროვიზია
ახალი დღე