ხვალ ევროვიზია 2023-ზე ქართველი კონკურსანტი პირველად წარდგება.
ირუ ხეჩანოვი მეორე ნახევარფინალში მე-11 გამომსვლელი იქნება. ხმის მიცემა იმ ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს შეეძლებათ, რომლებიც ხვალინდელ ტურში მონაწილეობენ. ერთი დღით ადრე საქართველოს წარმომადგენელი გენერალურ რეპეტიციას გაივლის.