ევროვიზიაზე დღეს საქართველოს წარმომადგენელი გამოვა.
ქართველი კონკურსანტი, თორნიკე ყიფიანი მეორე ნახევარფინალში მეათე ნომრად წარდგება. როტერდამიდან შოუს პირდაპირ ტრანსლირებას პირველი არხი 23 საათზე შემოგთავაზებთ.
მეორე ნახევარფინალის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხის წამყვანი, ნიკა ლობილაძე გაუძღვება. როტერდამში ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი პანდემიის გათვალისწინებით, რეკომენდაციების სრული დაცვით იმართება. ფესტივალზე 35 ათასი კოვიდ-ტესტირებული სტუმარია დაშვებული.