თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის გახსნის ცერემონია გაიმართა. ნარინჯისფერ ხალიჩაზე საქართველოს წარმომადგენელმა, ოთო ნემსაძემ და საქართველოს დელეგაციის წევრებმაც ჩაიარეს.
ცერემონიის წამყვანები ოთო ნემსაძეს გაესაუბრნენ. ოთო ნემსაძე ხვალ პირველ ნახევარფინალურ ტურში მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.