ევროსაბჭოში საქართველოს საკითხზე დებატები დასრულდა. რის შემდეგაც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 66-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო ოთხი. რეზოლუციის ავტორები არიან კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა. რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ტექსტში ნათქვამია, რომ კანონი შეუთავსებელია ევროპის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან და იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს აქვს აღებული.