ევროსაბჭოში მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ექვსთვიანი პერიოდი დასრულდა. საქართველომ ეს სტატუსი საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარა. საპასუხისმგებლო მისია მსოფლიოსთვის ურთულეს პერიოდს- ახალი კორონავირუსის პანდემიას დაემთხვა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანამ სამუშაო პროცესი ექვსი თვის წინ დასახელებული პრიორიტეტების მიხედვით წარმართა. მათ შორის იყო ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, გაფორმდა საქართველოს, საბერძნეთისა და გერმანიის ერთობლივი დეკლარაციაც. როგორც ქვეყნის პირველი დიპლომატი განმარტავს, ექვსი თვის განმავლობაში, ევროსაბჭოში საქართველოს საკითხი მუდმივად აქტუალური იყო. ამის მაგალითად, საქართველოზე მომზადებული ანგარიშები და მნიშვნელოვანი განცხადებები სახელდება.