ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დღეს უნდა დაამტკიცონ რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.
რეიკიავიკის სამიტის დოკუმენტში ქართული დელეგაციის ინიციატივით შესულ ცვლილებას პოლიტიკურ კომიტეტში მხარი დაუჭირეს. დოკუმენტი, რომელიც კონფლიქტებს და ძირითადად უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება, მნიშვნელოვან აქცენტებს შეიცავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზეც. მოთხოვნილია რუსეთის ჯარების გაყვანა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კი საერთაშორისო სამართლის დარღვევადაა შეფასებული. მაისში რეზოლუცია რეიკიავიკის სამიტზე უნდა განიხილონ, რომელსაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურები დაესწრებიან.