ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა.

ასამბლეამ კენჭი უყარა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით შემუშავებულ მაგნიტსკის სიის რეზოლუციასთან დაკავშირებულ შესწორებას, რომლითაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მიემხრო.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და ოთოხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას, რომელიც სანქციებს აწესებს დამნაშავეებზე და იმ პერსონებზე, რომლებიც ხელს აფარებენ ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევებს საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ეფექტურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს“,- ნათქვამია ტექსტში.

ინიციატივა სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარადგინა.