ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოებს სტრასბურგში განიხილავენ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია გაიხსნა. ევროპელი დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლებთან ერთად მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრებიც, სადაც საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის აღსასრულებლად გატარებული ზომებია. შიდა პოლიტიკური კონფრონტაციის შემცირება და ერთად მუშაობა ევროპელი კანონმდებლების მთავარ მოწოდებად რჩება. გამოსვლების დროს ქართული დელეგაციის წევრები ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებულ სიტუაციაზეც ისაუბრებენ. ბუნებრივია, დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებული გარემოა.