ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტს, რომელშიც საუბარია  ვაქცინების დისტრიბუციის ეთიკურ, ლეგალურ და პრაქტიკულ მხარეებზე, მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუციის მიღების პერიოდში სესიას ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პარლემენტის უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე უძღვებოდა. კენჭისყრამდე, ევროსაბჭოს საპარლამენტო წევრებმა რეზოლუციის ტექსტში რამდენიმე შესწორება დაამტკიცეს. გაიმართა დებატები. დეპუტატებმა მოუწოდეს წევრ ქვეყნებს თანაბარი ხელმისაწვდობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინები „კოვაქს“ პლატფორმიდან შეიძინონ. საქართველოს დელეგაციიდან სესიაზე სიტყვით გამოვიდა უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი.