პანდემიის შესახებ მსჯელობით გაიხსნება დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. ქართული მხარე წარადგენს გეგმას, როგორ უნდა დაძლიოს საქართველომ კოვიდ-19-ის გამოწვევა, ისაუბრებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტრატეგიაზე. ქართული დელეგაცია საერთაშორისო წარმომადგენელებს იმ შედეგებს გააცნობს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით მიაღწია.