ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარული სესია გრძელდება. სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა სეფაშვილი სიტყვით წარდგა. სეფაშვილმა ისაუბრა საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების თემაზე და აღნიშნა, რომ მტკიცებულებები და ფაქტები უნდა იყოს მყარი, რათა ზიანი არ მიადგეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პიროვნება მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ან აქტივისტია, არ აძლევს მას მანიპულაციისა და დეზინფორმაციის შექმნისა და მცდარი აღქმებით პიროვნებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების უფლებას.