ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, ასამბლეა რუსეთს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანია სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმპლემენტაციის პროცესს და საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტს დადებითად აფასებს.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის გაძლიერების პროცესში საქართველოს ასამბლეის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.