ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მორიგი ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, მმართველი გუნდი 12 პუნქტის შესასრულებლად ფუნდამენტურ რეფორმებს არ ატარებს და თუ ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს, ამაზე სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი პოლარიზაციის დასასრულებლად მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
ოპონენტების ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ ბრალდებებითვე პასუხობენ და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში აქცენტს ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობაზე აკეთებენ.
ევროსაბჭოს რეზოლუცია