ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლების მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას ელოდება. საშინაო დავალების შესასრულებლად მომზადებული სამოქმედო გეგმა, ევროკომისიაშია გაგზავნილი. სავარაუდოდ, სწორედ მთავრობასა და ევროკომისიას შორის კონსულტაციების შემდეგ გამოქვეყნდება გადასადგმელი ნაბიჯების შინაარსი. ცხრაპუნქტიან დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ვადები და ის სამუშაოები, რომლებიც სხვადასხვა უწყებამ ბრიუსელისგან მოთხოვნილი რეფორმების გასატარებლად უნდა ჩაატაროს. საკანონმდებლო ცვლილებების გამო, მთავარი სამუშაო პროცესი პარლამენტში წარიმართება. თუმცა სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის სრული შემადგენლობის ჩართვა ამჯერადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა.