როგორია ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული სამუშაო გეგმის შინაარსი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. დოკუმენტი უკვე გადაგზავნილია ევროკომისიაში. პოლიტიკური მხარეები ერთობლივ მუშაობაზე მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა აცხადებენ, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, თანამშრომლობას სკეპტიკურად უყურებენ. პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს მმართველ გუნდს დროულად შექმნას სამუშაო ჯგუფები, ოპოზიციურ სპექტრს კი პროცესში ჩართვისაკენ მოუწოდებენ. ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება – მიანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს, 15 დეკემბერს გახდება ცნობილი.