შანსი, რომელსაც ქართულ კერძო კომპანიებს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება აძლევს.
ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით ქართველ მეწარმეებს ევროპის ქვეყნებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის უფლება მიეცემათ. ეს ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში მოქმედი შეზღუდვები მოიხსნება და პირველ ეტაპზე შესყიდვებში საქართველოში წარმოებული სხვადასხვა ტიპის პროდუქციის დაშვება მოხდება. მომდევნო ეტაპი კი მომსახურების სფეროს, მათ შორის ტექნოლოგიებს და სამშენებლო სექტორს შეეხება.