„ევროპული საქართველო“ ლიდერების ნაწილმა დატოვა – პარტიას დღეიდან გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს. წასულებმა დარჩენილებს სათქმელი „ფეისბუქით“ უთხრეს და დაშლის მიზეზებიც ნაწილობრივ განმარტეს. პარტიაში კი საპასუხოდ აღნიშნეს, რომ შეუცვლელი არავინ არის. მათ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებების შინაარსიც დაუწუნეს და წარსულიც შეახსენეს.