ქვეყანაში საარჩევნო კამპანია აქტიურად გრძელდება. პროგრამის პრეზენტაცია რუხში გამართა „ევროპულმა საქართველომ“. პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას სამომავლო ხედვა და ის პრიორიტეტები გააცნეს, რომელზეც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ მუშაობას. მხარდამჭერებს სიტყვით „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ მიმართა. მან ქვეყნის გამთლიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ სწორად უნდა გამოიყენოს შესაძლებლობები.