„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადება

გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა სააგენტოში განცხადება დაწერეს. როგორც ჭიაბერაშვილმა განმარტა, ის მთავრობას საკუთარ ფულს ვერ ანდობს. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინოს „ევროპული საქართველოს“ მიერ შეთავაზებული მოდელი, რაც საპენსიო დანაზოგებზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილის გადმოსვლას გულისხმობს.