„ევროპული საქართველოს“ წევრები და მერის შუალედურ არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი კანდიდატი ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში მოსახლეობას შეხვდნენ. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიგი უგულავასთან, სერგი კაპანაძესთან და დავით ჭუმბურიძესთან საუბარში ადგილობრივები გაზრდილ კრიმინალზე, უპერსპექტივობაზე, უსამართლოდ მოხსნილ სოციალურ დახმარებაზე საუბრობენ.
მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამაც გააცნო.