პარტია „ევროპულმა საქართველომ“, სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევში, ციხე-გოჯთან, ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქის მხარდამჭერებთან საზეიმო შეკრება გამართა. ღონისძიებას მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები – დავით ბაქრაძე; ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია; ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა.
გიგა ბოკერიამ საზეიმო შეკრებაზე მხარდამჭერებს წარუდგინა „აფხაზთა კრების“ თავჯდომარე, მალხაზ პატარაია, რომელიც პარტია „ევროპული საქართველოს“ გუნდს შეუერთდა. ინფორმაციას და ვიდეომასალას პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.