„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ამჯერად ოზურგეთში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა. ლიდერებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს გაზრდილ კრიმინალზე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, ნეპოტიზმზე და ცვლილებების აუცილებლობაზე.