წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს „ევროპული საქართველო“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამჯერად ხულოში ჩავიდა და ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა. დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე, ცვლილებების აუცილებლობაზე და მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ სამომავლო ხედვა გააცნეს.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.