„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა 

„ევროპული საქართველოდან“ გადინების პროცესი გრძელდება.

შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის არ მომწერი პარტიის რიგები ამჯერად საარჩევნო სიის მეხუთე ნომერმა, ტარიელ ნაკაიძემ დატოვა. ის საპარლამენტო მანდატის მიღებას და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართვას აპირებს. გადაწყვეტილებას მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი სწორედ რელიგიურ და ეთნიკური საკითხებზე მუშაობის კონტექსტში ხსნის. ის „ევროპული საქართველოს“ სიით გასული და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით წარმოდგენილი უკვე მეოთხე კანონმდებელი იქნება.