„ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა

„ევროპული საქართველო“ დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათი შეთავაზებული მოდელის განხილვას ითხოვს. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა და სერგი კაპანაძემ აღნიშნეს, მოქმედი სისტემის ბევრი დეტალი დაუხვეწავი და ჩამოუყალიბებელია.

„ევროპული საქართველოს“  მოდელის მიხედვით, ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნებაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში. ასევე, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.